понедельник, 17 ноября 2014 г.

შეჯამება. მე-9 დღე

 დღეს თითოეულმა წარმოვადგინეთ ჩვენი ნამუშევრები პორტფოლიოს პრეზენტაცია. ტრენერმა მოგვცა მიმართულებები. ძალიან საინტერესო იყო პრეზენტაციის მოსმენა  ერთმანეთის ნაშრომს გაზიარება.

შევაჯამეთ მთელი 9 დღის მუშაობა. ტრენინგმა მოლოდინს გადააჭარბა. ძალიან კმაყოფილი ვარ. 

ისეთი აჟიტირებული ვარ, უკვე ხვალიდან დავიწყებ ჩემს პროექტზე რეალურ მუშაობას! 

მე-8 დღე

რეფლექსია
მერვე დღე ძალიან შრომატევადი დღე იყო.  შევქმენით ფასილიტაციის მასალები.
ამით გავიგე თუ როგორ შევუწყო ხელი ჩემს მოსწავლეებს სწორი მიმართულების შენარჩუნებში. აუცილებლად ვიხელმძღვანელებ .

მე-7 დღე

რეფლექსია
მე-7 დღე   დატვირთული დღე იყო. გავიგეთ თუ როგორ  დავგეგმოთ სასწავლო პროექტი მოსწავლეთა ინტელექტისა  და დონის შესაბამისად, რათა ხელი შევუწყოთ სხვადასხვა დონის განვითარებას. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო რესურსებისა და რუბრიკების გამოყენებაზე მუშაობა. შეფასებისას რუბრიკა შაბლონის შევსება გარდნეისა და ბლუმის მატრეცის გაგება მოსწავლეთა ინტელექტის დიფერენციისათვის კომპიუტერული ტექნოლოგიებით

пятница, 7 ноября 2014 г.

რეფლექსია დღე-6



რეფლექსია მე-6 დღე ვიმუშავეთ მეოთხე მოდულზე სასწავო ნიმუშების შექმნა. თუ როგორ იმუშაონ მოსწავლეებმა ნაშრომზე, როგორ გააკეთონ პრეზენტაციას.

понедельник, 3 ноября 2014 г.

რეფლექსია დღე - 5




რეფლექსია
მე-5 დღე ძალიან შრომატევადი იყო. მოვახდინეთ პრეზენტაციების განხილვა, განვიხილეთ უკუკავშირის ფორმები და გავიგე თუ რამდენად ეფექტურია  მიმღებისთვის დროული და კონსტრიქციული უკუკავშირი.  ტრენერმა მოგვცა რჩევები  და განვათავსე ბლოგზე.

воскресенье, 2 ноября 2014 г.

რეფლექსია დღე-4

რეფლექსია
ტრენინგის მეოთხე დღეს განვიხილეთ შესრულებული დავალებები, მივიღეთ შენიშვნები და ჩავასწორეთ. შემდეგ განვიხილეთ შეფასების დროის სქემა და პროექტის პრეზენტაციის სქემა. დავიწყეთ საპრეზენტაციო პროექტიზე მუშაობა Microsoft PowerPoint-ში, შევქმენი შალონი, მაგრამ ვერ დავასრულე და არ განმითავსებია.

понедельник, 27 октября 2014 г.

რეფლექსია დღე-3

რეფლექსია
დღევანდელი დღე იყო შრომატევადი, საინტერესო. ჯგუფის წევრებმა გააკეთეს ბუკლეტები, შევიმუშავეთ თუ როგორ შევქმნათ პროექთან დაკავშირებული ბუკლეტი. დღეს განვიხილეთ მეორე მოდულის მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ნიმუშები.